სპეცდანიშნულების რაზმმა ჭანტურიას ქუჩა აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლა – ტერიტორიაზე კი, სადაც მომიტინგეთა ძირითადი ნაწილი იმყოფება, პერიოდულად იყენებს სპეციალურ საშუალებებს

სპეცდანიშნულების რაზმმა ჭანტურიას ქუჩა აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლა. მათ დასაშლელად საპოლიციო ძალებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
დაშლის ღონისძიების შემდეგ, მომიტინგეებმა თაბუკაშვილის ქუჩაზე გადაინაცვლეს. ადგილზე აქციის მონაწილეებმა ცეცხლი წაუკიდეს ნაგვის ურნებს.
ამ დროისთვის, სპეცრაზმი დგას რუსთაველის გამზირსა და ჭანტურიას ქუჩის კვეთაზეც. ადგილზე განლაგებულია წყლის ჭავლისა და სახანძრო-სამაშველო მანქანები.
დემონსტრანტთა ძირითადმა ნაწილი კი ამ დროისთვის, სასტუმრო „ბილტმორის“ მიმდებარედ დგას. პერიოდულად აქციის მონაწილეები წინ მიიწევენ, პროტესტის თავდაპირველი ადგილისკენ, თუმცა სპეცდანიშნულების რაზმი ამის საშუალებას არ აძლევს.
საპოლიციო ძალები ამ დრომდე, პერიოდულად იყენებენ სპეციალურ საშუალებებს, მათ ე.წ. გაზის კაფსულებს.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო