ურთიერთობები ჩვეულ რეჟიმში აღარ გაგრძელდება – ევროკომისიის გაფართოების კომისარი

მარტა კოსი, ევროკომისიის გაფართოების კომისარი აცხადებს, რომ ბრიუსელის და თბილისის ურთიერთობები ჩვეულ რეჟიმში აღარ გაგრძელდება.
„ვესაუბრე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საქართველოში არსებულ შემაშფოთებელ სიტუაციაზე. შევაქე ქართველ ხალხის გულადი სურვილი, განაგრძონ გზა ევროპისკენ. თქვენს ნებას პატივი უნდა სცენ. ურთიერთობები ჩვეულ რეჟიმში აღარ გაგრძელდება. ევროკავშირი თქვენს მხარესაა“, – წერს იგი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება