ევროკომისარი მარტა კოსი – ვაფასებ ქართველი ხალხის გაბედულ გადაწყვეტილებას, ევროპისკენ მიმავალ გზაზე სვლა განაგრძოს – ევროკავშირი თქვენს მხარესაა

დღეს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საქართველოში არსებული შემაშფოთებელი ვითარების შესახებ ვესაუბრე, ევროკავშირი თქვენს მხარესაა, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, მარტა კოსი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, აფასებს ქართველი ხალხის გადაწყვეტილებას, რომ ევროპისკენ მიმავალ გზაზე სვლა განაგრძოს.
„ქართველი ხალხის გაბედულ გადაწყვეტილებას, რომ ევროპისკენ მიმავალ გზაზე სვლა განაგრძოს, ვაფასებ. თქვენს ნებას პატივი უნდა სცენ. არავითარი საქმიანობის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელება. ევროკავშირი თქვენს მხარესაა“, – წერს მარტა კოსი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება