არ უნდა ხდებოდეს მშვიდობიანი შეკრების დაშლა – სახალხო დამცველი

არ უნდა ხდებოდეს მშვიდობიანი შეკრების დაშლა – სახალხო დამცველი
სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანირუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლას ეხმიანება.
“სახალხო დამცველი ეხმიანება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლას (21:15-22:00) და როგორც წინა დღეებში არაერთხელ მიგვითითებია, იმ შემთხვევაში თუ კონკრეტული პირების მიერ ადგილი აქვს ძალადობრივ ქმედებებს, მათ მიმართ ინდივიდუალურად უნდა გატარდეს შესაბამისი პროპორციული ღონისძიებები და არ უნდა ხდებოდეს მშვიდობიანი შეკრების დაშლა.
სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს – არ გამოიყენოს სპეციალური საშუალებები მშვიდობიანი შეკრების მონაწილეთა მიმართ და არ გააგრძელოს შეკრების შეწყვეტა”, – წერია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…