პრესსამსახურის ინფორმაციით, “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრს გელა ხასაიას საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ

“კოალიცია ცვლილებისთვის” წარმომადგენელს, “გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრს გელა ხასაიას უცნობი პირები თავს დაესხნენ. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
ამასთან, დაშავებულის მეგობარი ანა ყურაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ თავდასხმა ხასაიას საცხოვრებელ სახლთან მოხდა.
“გელას დაესხა თავს სახლთან 3 ადამიანი. უკნიდან ჩაარტყეს, ხრეშიან მიწაზე ახოხიალეს. ურტყეს ზურგში, ფეხებში და სახეზე”, – წერს ყურაშვილი “ფეისბუკის” საკუთარ გვერდზე და დაშავებულის ფოტოს აქვეყნებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება