ქუთაისში, საპროტესტო აქცია და მსვლელობა გაიმართა – მომიტინგეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს დაკავებულებს

ქუთაისში პროტესტი გრძელდება. დღეს მოქალაქეები მერიის წინ შეიკრიბნენ, საიდანაც შეძახილებით “ქართული ოცნების” ოფისთან მივიდნენ, შემდეგ კი იმერეთის სამხარეო ოფისთან გადაინაცვლეს.
მათი თქმით, სამხარეო პოლიციაში, თბილისის აქციაზე დაკავებული „სინდისის პატიმრები“ იმყოფებიან.
აქციის მონაწილეები დაკავებულებს სოლიდარობას უცხადებენ და აპროტესტებენ „ხელისუფლების გადაწყვეტილებას და ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებას“.
მათი თქმით, არ დაიღლებიან და პროტესტი გაგრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება