წელს საქართველოს საფონდო ბირჟაზე მხოლოდ 41 გარიგება დაიდო

საქართველოში საფონდო ბირჟა მიმდინარე წელს, ტრადიციულად, უმნიშვნელოდ ფუნქციონირებს, თვიდან თვემდე არც გარიგებების მოცულობა და რაოდენობა იცვლება მნიშვნელოვნად.
აპრილში საქართველოს საფონდო ბირჟის საერთო ბრუნვამ 24 300 ლარი შეადგინა, ანუ დღიური საშუალო ბრუნვის მაჩვენებელი 810 ლარი იყო. მთელი თვის განმავლობაში ბირჟაზე სულ 2 გარიგება დაფიქსირდა, რომლებიც „საქართველოს ბანკს“ უკავშირდებოდა.
რაც შეეხება 2024 წლის პირველ სამ თვეს. იანვარში სავაჭრო სესიებზე მხოლოდ 3 გარიგება დაიდო, თებერვალში – 7, ხოლო მარტში – 3.
საქართველოს საფონდო ბირჟა ერთადერთი ორგანიზებული ფასიანი ქაღალდების ბაზარია საქართველოში, სადაც 28 კომპანიის აქციები და ობლიგაციებია განთავსებული. მათი საერთო საბაზრო კაპიტალიზაცია კი 917 მილიონ დოლარს შეადგენს.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…