კახა კალაძე – ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები იმ გეგმის ნაწილია, რაზეც დიდი ხანია ვსაუბრობთ – ოპოზიცია ემზადებოდა არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის

მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში, ოპოზიცია ემზადებოდა არა სთვის, არამედ არჩევნების შემდგომი პროცესებისთვის – ხელისუფლება მზად იყო ამ სცენარისთვის, – ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა მ სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ გაკეთებულ ვიდეო მიმართვაში განაცხადა.
მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის გეგმები და მიზნები ცხადია – მოაწყონ არეულობა ქვეყანაში, რასაც ხელისუფლება არ დაუშვებს.
„მინდა, კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, რომელიც იმ გეგმის ნაწილია, რაზეც ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ. მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში, ოპოზიცია ემზადებოდა არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების შემდგომი პროცესებისთვის; ემზადებოდა არეულობის მოსაწყობად, ქაოსისთვის, ქვეყნის ასაყირავებლად, რასაც ბოლო ორი წელია უცხოური ძალების დაფინანსებით, მათ მიერ დაგეგმილი ტრენინგებით ამზადებდნენ. ამ ყველაფერზე ჩვენ ღიად ვსაუბრობდით. რასაკვირველია, ხელისუფლება მზად იყო ამ სცენარისთვის. ჩვენ ყოველთვის გულწრფელად ვსაუბრობთ მოსახლეობასთან მიმდინარე პროცესებზე და ამის შესახებ არაერთი განცხადებაც გავაკეთეთ. ასე რომ, რადიკალური ოპოზიციის და მათი დამკვეთების გეგმები და მიზნები ცხადი და ნათელია. საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის დაიცავს ქვეყნის და მოსახლეობის ინტერესებს და არ დაუშვებს არეულობას ქვეყანაში“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე აბუ-დაბიში მომხდარზე – შეეჩვივნენ, რომ ნორმალურია, 10 კაცი დაესხას ერთ ადამიანს თავს და ფიზიკურად გაუსწორდეს და გადაწყვიტეს, რომ აბუ-დაბიშიც იგივე გაკეთებინათ – 48 საათია, არც ერთი ჩანს, ხომ გასაგებია, რომ დაკავებულები არიან

ქეთევან თურაზაშვილი – სასამართლო სისტემაში თავი მოიყარეს კაცთმოძულე, განსაკუთრებით, თავისუფალი ახალგაზრდების მოძულე მოსამართლეებმა – დროა გაიაზრონ, როცა სამართლიანობა იზეიმებს, მათ მოუწევთ ყველა დანაშაულზე პასუხისგება!