მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების დივიდენდებმა მესამე კვარტალში 431,1 მილიარდი დოლარი შეადგინა – Janus Henderson Investors

მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების მიერ 2024 წლის მესამე კვარტალში გადახდილი დივიდენდების ჯამური მოცულობა წლიურად 3,1%-ით გაიზარდა 431,1 მილიარდ დოლარამდე, რაც რეკორდია წლის ამ პერიოდისთვის.ამის შესახებ ნათქვამია ბრიტანული Janus Henderson Investors-ის კვლევაში.
გასულ კვარტალში გადახდილი დივიდენდების ოდენობით ლიდერები იყვნენ China Construction Bank Corp., China Mobile Ltd., PetroChina Co. და Microsoft Corp. და Alibaba Group Holding.
ათეულში ასევე მოხვდნენ Commonwealth Bank of Australia, Apple Inc., CNOOC Ltd., Exxon Mobil Corp. და ჩინეთის ინდუსტრიული და კომერციული ბანკი.
ჩრდილოეთ ამერიკის კომპანიებმა ივლის-სექტემბერში 175,9 მილიარდი დოლარის დივიდენდები გადაიხადეს, რაც 8,7%-ით მეტია წინა წელთან შედარებით, მათ შორის 159,8 მილიარდი დოლარის დივიდენდები ამერიკის შეერთებული შტატების კომპანიებისგან.
ევროპული კომპანიების დივიდენდები (დიდი ბრიტანეთის გამოკლებით) 1,6%-ით და 25,2 მლრდ დოლარამდე შემცირდა, ბრიტანული – 7,1%-ით და 25,8 მილიარდ დოლარამდე.
აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის კომპანიებმა (იაპონიის გარდა) მესამე კვარტალში დივიდენდების გადახდა 9,9%-ით შეამცირეს. იაპონიაში გადახდილი დივიდენდების მთლიანი მოცულობა 14,4%-ით გაიზარდა.
Janus Henderson–ის პროგნოზით, 2024 წლის ბოლოსთვის მსოფლიოში გადახდილი დივიდენდების მთლიანი მოცულობა წინა წელთან შედარებით 4,2%-ით გაიზრდება – 1,73 ტრილიონ დოლარამდე. ადრე ისინი 4,7%-იან ზრდას პროგნოზირებდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…