უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში მიმდინარე პროცესებს განცხადებით ეხმაურება და კატეგორიულად გმობს საქართველოში ადამიანის უფლებათა დარღვევებს და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალის გამოყენებას.
საგარეოს განცხადების თანახმად, საქართველოს ხელისუფლების ქმედებები მიუთითებს ქვეყნის მოსკოვისკენ მიბრუნებაზე.
საგარეო ასევე “მტკიცედ უარყოფს” საქართველოს ხელისუფლების მუდმივ მცდელობებს, ჩაითრიოს უკრაინა თავიანთ ქვეყანაში შიდა პოლიტიკურ პროცესებში და მოუწოდებს, შეწყვიტოს ხალხის მითიური “უკრაინული სცენარებით” დაშინება “ბელარუსული სცენარის” პრაქტიკაში განხორციელებისას.
“უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად გმობს საქართველოში ადამიანის უფლებათა დარღვევებს და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალის გამოყენებას. ძალადობა უშედეგოდ არ დარჩება.