საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ფოთშიც – დემონსტრანტებმა გზა გადაკეტეს

ფოთში, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები საკათედრო ტაძართან შეიკრიბნენ.
ისინი „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის პროცესის 2028 წლამდე შეჩერებას აპროტესტებენ.
„ვაპროტესტებთ დღევანდელ მოვლენებს საქართველოში. ვაპროტესტებთ გარუსებას, რასაც ჩვენი მთავრობა აპირებს. ბუნებრივია, არასოდეს შევეგუებით”, – აცხადებენ ისინი.
როგორც აქციაზე ერთ-ერთმა სიტყვით გამომსვლელმა განაცხადა, მოსწავლეები გაფიცვას გეგმავდნენ, მაგრამ დირექტორებმა უფლება არ მისცეს.
ამ წუთებში დემონსტრანტებმა გზა გადაკეტეს და ფეხით მსვლელობას გეგმავენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება