არ შემიძლია მშვიდად ვუყურო როგორ ხელაღებით უსწორდებიან გულანთებულ ბავშვებს – კლასიკური გიმნაზიის დირექტორი

კლასიკური გიმნაზიის დირექტორი, თამუნა კაპანაძე სოციალურ ქსელში წერს:
„11 წელია ვარ თბილისის კლასიკური გიმნაზიის დირექტორი, ჩემს ხელში გაიზარდა ათასობით მოსწავლე . მე ამ საქმეს ცხოვრება მივუძღვენი. ყოველთვის ვიყავი ამაყი, რომ ჩემი სკოლიდან ვუშვებდი თავისუფალად მოაზროვნე, ქვეყნის სიყვარულით აღსავსე ახალგაზრდებს, რაც მათ არაერთხელ დაუმტკიცებიათ. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ეს წლები ვცდილობდი ვყოფილიყავი აპოლიტიკური , დღეს არ შემიძლია მშვიდად ვუყურო როგორ ხელაღებით უსწორდებიან გულანთებულ ბავშვებს, რომლებსაც ჭიანჭველისთვისაც არ დაუდგამთ ფეხი, არ შემიძლია ვუყურო როგორ ართმევენ მათ არჩეულ მომავალს.
ვემიჯნები ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეწყვეტის გადაწყვეტილებას, ვგმობ ძალადობას, საქართველო იყო, არის და იქნება ევროპის ნაწილი.“

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება