სტუდენტების ინფორმაციით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ჯაბა სამუშია სტუდენტებს შეხვედრაზე დათანხმდა

სტუდენტების ინფორმაციით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ჯაბა სამუშია სტუდენტებს შეხვედრაზე დათანხმდა.
სტუდენტების ინფორმაციით, უნივერსიტეტის ათი სტუდენტი რექტორს შეხვდება და მათ მოთხოვნებს მოისმენს. გარდა ამისა, მათივე თქმით, რექტორი დათანხმდა, რომ სტუდენტებმა შეხვედრის მიმდინარეობა, მათი რესურსით პირდაპირ ეთერის საშუალებით აწარმოონ.
სტუდენტებსა და თსუ-ს რექტორთან შეხვედრა 19:00 საათზე იგეგმება.
მანამდე თსუ-ს ეზოში სტუდენტებმა მოთხოვნები გააჟღერეს. ისინი ითხოვენ, რომ ქვეყანაში ხელახალი ჩატარდეს, თსუ-ს ადმინისტრაციის მიერ სწავლის პროცესის შეჩერდეს და თსუ-ს ცენტრალური შესასვლელი მომიტინგეებისა და დაშავებულებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს.