ირაკლი კობახიძე – როცა გინდა, რომ ბავშვი მიიყვანო ძალადობრივ მიტინგზე, ეს უბრალოდ ამორალურია

როცა გინდა, რომ ბავშვი მიიყვანო ძალადობრივ მიტინგზე, ეს უბრალოდ ამორალურია – თუმცა სალომე ზურაბიშვილს ცხოვრების არცერთ ეტაპზე არ ჰქონია მორალი არავითარი თვალსაზრისით და დღესაც ავლენს ამ ამორალურობას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტის იმ განცხადებას, სადაც ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ „სკოლების ჯერია, გამოუცხადონ სოლიდარობა საპროტესტო აქციებს“.
კობახიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტის პოსტზე ოთხი პარასკევი აქვს დარჩენილი.
„ესენი არიან ამორალური ადამიანები. როცა ბავშვს რთავ პოლიტიკაში, ის მიგყავს ძალადობრივ მიტინგზე, წინასწარ ხომ იციან, რომ მიტინგები ძალადობრივად იგეგმება? როცა გინდა, რომ ბავშვი მიიყვანო ძალადობრივ მიტინგზე, ეს უბრალოდ ამორალურია, თუმცა როგორც გაირკვა ამ ქალბატონს [სალომე ზურაბიშვილს] ცხოვრების არცერთ ეტაპზე არ ჰქონია მორალი არავითარი თვალსაზრისით და დღესაც ავლენს ამ ამორალურობას. მადლობა ღმერთს, რომ პრეზიდენტის პოსტზე ფორმალურად, მაგრამ მას ოთხი პარასკევი აქვს დარჩენილი“, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

ესტონეთის საგარეო უწყება – გიორგი გახარიაზე განხორციელებულ ფიზიკურ თავდასხმას მკაცრად ვგმობთ – მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, ოპოზიციისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ თავდასხმები შეწყვიტოს