გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს შეეზღუდება.
ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 დეკემბერს, 11:00-დან 13:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში ზაჰესში ჭიჭინაძის, ანდრონიკაშვილის, პლატინის, კეცხოველის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე მუხათგვერდში; 17:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს სოფელ დიღომში ბატონიშვილის, ანდრონიკაშვილის, ავთანდილის და მიმდებარე ქუჩებზე; 17:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს სოფელ გლდანში. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება