საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობა საპროტესტო აქციის მონაწილეების მოთხოვნას ნაწილობრივ დათანხმდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობა საპროტესტო აქციის მონაწილეების მოთხოვნას ნაწილობრივ დათანხმდა.
ისინი არხის გენერალურ დირექტორს, თინათინ ბერძენიშვილს შეხვდნენ. კერძოდ, ტელევიზიის ხელმძღვანელობა მზადაა, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს დღესვე დაუთმოს ეთერი “მოამბის” ფორმატში.
რაც შეეხება აქციის მონაწილეების ერთ-ერთ მოთხოვნას, რომ პირდაპირი ეთერი ხალხს დაეთმოს, არხი თანახმაა, მათ არსებულ ფორმატში დაეთმოთ ეთერი.
„რაც შეეხება ჩვენს მთავარ მოთხოვნას, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში ისმოდეს ხალხის ხმა, ამასთან დაკავშირებით მივიღეთ ნაწილობრივი თანხობა. შემოთავაზება არის ის, რომ არსებულ ფორმატში მოხდეს, რომელიც უკვე გააჩნია ტელევიზიას. პრეზიდენტთან ინტერვიუსთან დაკავშირებით არის თანხმობა და აპარატიდან პასუხს ელოდებიან, რა ფორმატსაც პრეზიდენტი მოისურვებს“, – განაცხადეს აქციის ორგანიზატორებმა.
აქციის მონაწილეების განცხადებით, მათი ერთ-ერთი მოთხოვნა, რომ გადადგეს საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი, უშედეგოდ დასრულდა.
„ჩვენ ვერ დაველოდებით ესენი ტექნიკურად როდის გამართავენ ტელევიზიას, როგორც 2 დღის წინ იყო საშუალება, რომ შევეშვით, ახლაც შეგვიშვან. ამიტომ, ჩვენ ვაგრძელებთ აქ ყოფნას მთავარი მოთხოვნით-საზოგადოებრივი მაუწყებელი გაიხსნას ხალხისთვის”,-განაცხადეს ორგანიზატორებმა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახაბერ მჟავანაძე: მყავს მეუღლე და 2 შვილი. ორივე წარჩინებული სტუდენტია. მეუღლე, ზუსტად ჩემი დაჭერის შემდეგ, დიალიზზეა დამოკიდებული… ბევრი პრობლემა მაქვს, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვი ტყუილს, რაც ათქმევინეთ სხვებს

ელენე ხოშტარია – თავს ვგრძნობ ძალიან ძლიერად, აუცილებლად ვაიძულებთ მკურნალობას – მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია – ვკონცენტრირდეთ მთავარზე: რეჟიმის ჩამოშლაზე!