ლევან ცუცქირიძე – როგორც ვიცი, უკანა შესასვლელებიდან ატარებენ ირაკლი კობახიძეს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს აიძულოს, დაწერონ განცხადებები სამსახურიდან წასვლაზე – უკანონო ხელისუფლების მითითებებს ნუ დაემორჩილებით

როგორც ვიცი, ჩუმად, უკანა შესასვლელებიდან ატარებენ ს, რომ ამ ხალხს [საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს] შეხვდეს და აიძულოს, დაწერონ განცხადებები სამსახურიდან წასვლაზე, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან განაცხადა.
მისი თქმით, ირაკლი ს უნდა, რომ შექმნას შთაბეჭდილება, თითქოს კონტროლი აქვს და არავის არ აქვს საწინააღმდეგო აზრი.
„ახლა ვართ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. აქ გარეგნულად მშვიდობაა, ევროკავშირის დროშაც კიდია, რომლის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებსაც იღებს ახლა „ქართული ოცნება“. როგორც ვიცი, ჩუმად, უკანა შესასვლელებიდან ატარებენ ირაკლი კობახიძეს, რომ ამ ხალხს [საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს] შეხვდეს და აიძულოს, დაწერონ განცხადებები სამსახურიდან წასვლაზე. უნდა, რომ რაღაცნაირად შექმნას შთაბეჭდილება, თითქოს კონტროლი აქვს და არავის არ აქვს საწინააღმდეგო აზრი“, – განაცხადა ცუცქირიძემ.
ლევან ცუცქირიძემ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებსაც მიმართა და აღნიშნა, რომ მათ სამსახურიდან წასვლასთან დაკავშირებით განცხადებები არ უნდა დაწერონ.
„მინდა მივმართო საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს და ყველა საჯარო მოხელეს, ვისაც სწორი ეროვნული პოზიცია უჭირავს და ემიჯნება „ქართული ოცნების გადაწყვეტილებებს – არ დაწეროთ განცხადებები სამსახურიდან წასვლაზე!
თუკი ვინმე გაგათავისუფლებთ სამსახურიდან ამაზე საჯაროდ ისაუბრეთ, ჩვენ და დარწმუნებული ვარ, სხვა უფლებადამცველებიც, დაგეხმარებიან ამაში.
ჩვენ ყველამ ერთად – საჯარო სამსახურში, ოპოზიციაში, კერძო სექტორში, სამოქალაქო საზოგადოებაში, უნივერსიტეტებში, თეატრებსა და სკოლებში ყველამ უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა იყოს თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული.
ეს არის თვითგამოცხადებული უკანონო ხელისუფლება და მათ მითითებებს ნუ დაემორჩილებით“, – განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – გავიხსენოთ 2012 წლამდე პერიოდი – საზოგადოებაში იყო უმძიმესი განწყობა, დღეს კი ისმის უბრალოდ განცხადებები, რომლებზეც მტკიცებულებები არ არსებობს – რატომ არ არის თუნდაც საპროტესტო აქციებზე მუხტი?