ლადო ტატიშვილი უნდა გადადგეს და აჭარის მაუწყებელი ხალხს დავუბრუნოთ – ამ შეძახილებით სტუდენტები საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს შენობასთან აქციას მართავენ

ლადო ტატიშვილი უნდა გადადგეს და აჭარის მაუწყებელი ხალხს დავუბრუნოთ, – ამ შეძახილებით სტუდენტები საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს შენობასთან მივიდნენ და არხზე დახურული გადაცემების გამო პროტესტი გამოთქვეს.
მათი თქმით, გადაცემები, რომლებშიც საპროტესტო აქციები შუქდებოდა, გაურკვეველი მიზეზით დახურეს. აქციის მონაწილეები ტელევიზიასთან რჩებიან და განმარტებებს ელოდებიან.
„ბათუმში ძლიერი სტუდენტური მოძრაობა დაიწყო, რომელმაც გამოაფხიზლა მთელი სტუდენტობა, მაგრამ ახლა ვრცელდება ინფორმაცია, რომ აჭარის ტელევიზიამ გაურკვეველი მიზეზით შეწყვიტა გადაცემები, რომლებიც ჩვენს საპროტესტო აქციებს აშუქებდა. ახლა კეთილი ინებონ და ჩამოვიდნენ და ახსნან, რატომ კლავენ მუხტის გაშუქების რეჟიმს. ჩვენ გვაქვს ლეგიტიმური უფლება მოვითხოვოთ პასუხი. მოვუწოდებთ ღირსეულ თანამშრომლებს, რომ გაიფიცონ და გამოვიდნენ ევროპის მოედანზე“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება