“პირველი მერცხალი” – -ს აკადემია ინსტრუქტორმა დატოვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის პროფესიული მომზადების სამმართველოს უფროსმა ინსტრუქტორმა, გიორგი გაბეხაძემ სამსახური დატოვა. პრეზიდენტი გაბეხაძის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და მან -ს “პირველი მერცხალი” უწოდა.
“დღეს, 2024 წლის 2 დეკემბერს, მივიღე ერთ-ერთი მძიმე, თუმცა, გონებით და შინაგანი რწმენით ნაკარნახევი გადაწყვეტილება, მივმართე საქართველოს შსს-ს აკადემიის რექტორს პატაკით, დავტოვო შსს-ს აკადემიის ტაქტიკური მომზადების სამსახურის უფროსი ინსტრუქტორის თანამდებობა და დავეთხოვო შსს სამინისტროს სისტემიდან”, – დაწერა გაბეხაძემ სოციალურ ქსელში.
“შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოჩნდა პირველი მერცხალი! ეს კი რეპრესიული აპარატის ნგრევის უტყუარი წინამორბედი ნიშანია! სახელმწიფო თქვენ ხართ, ვინც ყველა უწყებაში და რა თანამდებობაზე არ უნდა იყოთ, თქვენს სამშობლოს პირად კარიერულ ინტერესზე მაღლა აყენებთ!”, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი გაბეხაძეს.
მას შემდეგ, რაც “ქართულმა ოცნებამ” ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, არაერთმა საჯარო მოხელემ პროტესტის ნიშნად დატოვა თანამდებობა. სახელმწიფო უწყებების ათობით თანამშრომელმა განცხადებები გაავრცელეს და გააკრიტიკეს “ოცნების” გადაწყვეტილება.
ამავე თემაზე:
· „ყველა ზღვარი გადალახულია“ – გენერალური შტაბის თანამშრომელი, რატი თვალავაძე, თანამდებობას ტოვებს
· ბულგარეთში საქართველოს ელჩი თანამდებობას ტოვებს

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი პრესის თავისუფლების მტაცებელთა სიაზე – როგორც ჩანს, იყო დავალება, ჩაესვათ ბიძინა ივანიშვილის სახელი, ძველი ინფორმაციებით ისარგებლეს და აბსოლუტური აბსურდი თქვეს საქართველოსთან დაკავშირებით

ბაკურ კვაშილავა – „ოცნებას“ 10-15-ჯერ მეტი თანხა ექნება ამოღებული, ვიდრე 20 მილიონია და ეს თანხა „შავ ანგარიშზე“ წავიდოდა, თორნიკე რიჟვაძემ კი შეუძლებელია არ იცოდეს, რომ არავინ მისცემს საშუალებას, ჩამოვიდეს და მედიას ელაპარაკოს