უპირობოდ ვუჭერთ მხარს საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით განსაზღვრულ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს – “ჩივნინგის” სტიპენდიანტები

ჩივნინგის სტიპენდიანტები საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან.
“ჩვენ, ჩივნინგის პროგრამაში სხვადასხვა წელს გამარჯვებული სტიპენდიანტები, ვაცხადებთ, რომ უპირობოდ ვუჭერთ მხარს საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით განსაზღვრულ საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს. საქართველოს ევროპული მომავალი ქვეყნის მოქალაქეთა უმრავლესობის ისტორიული და შეგნებული არჩევანია.
ვთვლით, რომ ევროპის კავშირში საქართველოს ინტეგრაციისთვის საჭირო ძალისხმევის “2028 წლამდე დროებით შეჩერება” მიუღებელია, ეწინააღმდეგება მოქმედ კონსტიტუციას და არ შეესაბამება საქართველოს მოქალაქეთა ნებას.
ასევე, ცალსახად ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი პროტესტის გამომხატველ მოქალაქეთა და ჟურნალისტთა მიმართ. ვუცხადებთ სოლიდარობას უკანონოდ დაკავებულ მოქალაქეებს, რომლებიც იცავენ ქვეყნის ევროპულ და დემოკრატიულ მომავალს.
ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალი ევროპაშია”, – ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნული განცხადება ხელმოწერილია სხვადასხვა ფორმით 150-ზე მეტი სტიპენდიანტის მიერ.
ჩივნინგის პროგრამა არის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის და მისი პარტნიორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული საერთაშორისო სასწავლო და სამეცნიერო სტიპენდიების პროგრამა. საქართველოში იგი 1994 წლიდან, საკონკურსო წესით შერჩეულ ახალგაზრდებს, ყოველწლიურად აძლევს საშუალებას მიიღონ განათლება გაერთიანებული სამეფოს წამყვან უნივერსიტეტებში.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…