ANATOMY OF A FALL-ის ტრიუმფი – ევროპული კინოაკადემიის გამარჯვებულები ცნობილია

ევროპულ ოსკარად წოდებული ევროპული კინოაკადემიის დაჯილდოების გამარჯვებულები ცნობილია.
ბერლინში გამართული დაჯილდოების ცერემონიის ტრიუმფატორი ჟუსტინ ტრიეს ფილმი Anatomy of A Fall გახდა. კანის კინოფესტივალის გამარჯვებულმა სურათმა ოთხი ჯილდო მიიღო.
საქართველოს ევროპის კინოაკადემიის ჯილდოზე წელს ფილმ შაშვი შაშვი მაყვალში მთავარი როლის შემსრულებელი ეკა ჩავლეიშვილი იყო წარდგენილი. კატეგორიაში Anatomy of A Fall-ის ვარსკვლავმა სანდრა ჰიულერმა გაიმარჯვა.
2023 წლის ევროპული კინოაკადემიის გამარჯვებულები არიან:
საუკეთესო ფილმი
Anatomy of A Fall
საუკეთესო რეჟისორი
ჟუსტინ ტრიე, Anatomy of A Fall
საუკეთესო მსახიობი ქალი
სანდრა ჰიულერი, Anatomy of A Fall
საუკეთესო მსახიობი კაცი
მეს მიკელსენი, The Promised Land
საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი
Hardly Working
ახალგაზრდა ევროპელი მაყურებლის ჯილდო
Scrapper
საუკეთესო ანიმაცია
Robot Dreams
საუკეთესო სცენარი
ჟუსტინ ტრიე და არტურ ჰარარი, Anatomy of A Fall
FIPRESCI-ს ჯილდო
How To Have Sex
საუკეთესო დოკუმენტური ფილმი
Smoke Sauna Sisterhood
საპატიო ჯილდოები გადაეცათ რეჟისორ ბელა ტარს და მსახიობ ვანესა რედგრეივს.