ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ. საქართველოს მომავალი ევროპაშია! – Kreston Georgia

აუდიტორული კომპანია Kreston Georgia ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს და მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობას გმობს.
კომპანიაში აღნიშნავენ, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია.
“Kreston Georgia ვიზიარებთ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მისწრაფებას.
ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ და ვდგავართ თავისუფლებისა და ევროპული კურსისთვის მებრძოლი ხალხის გვერდით.
საქართველოს მომავალი ევროპაშია!”, – აცხადებენ Kreston Georgia-ში.