მამუკელაშვილის 34 ქულა და გამარჯვება ბოლო წამებზე [VIDEO]

„სან ანტონიო სპურსის“ მთავარი მწვრთნელი გრეგ პოპოვიჩი სანდრო მამუკელაშვილს ძალიან მცირე სათამაში დროს აძლევს. ასეთ სიტუაციაში კი, კალათბურთელებს სათამაშო პრაქტიკისთვის NBA-ის განვითარების ლიგაში უშვებენ. „სპურსის“ ფარმ-კლუბი „ოსტინია“, რომელმაც ბოლო მატჩში „ტეხასი“ 124:122 დაამარცხა.
ეს გამარჯვება, პირველ რიგში, ქართველი ფორვარდის დამსახურებაა. მამუკელაშვილმა ეფექტური ორმაგი დუბლი შეასრულა – 34 ქულა, 22 მოხსნა. სრული სტატისტიკა ასეთი იყო:
34 ქულა (13-დან 5 სამქულიანი, 11-დან 7 ორქულიანი, 6-დან 4 საჯარიმო), 22 მოხსნა (6 შეტევაში, 16 დაცვაში), 4 პასი, 2 დაფარება.
„ოსტინს“ 27 ქულა ბლეიქ ვესლიმ
შეაშველა, ხოლო 26 – დომინიკ ბარლოუმ.
5 მოგებითა და 6 წაგებით მამუკელაშვილის გუნდი სამხრეთის დივიზიონში მე-6 ადგილზეა.
GBF