კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ღიად დაუპირისპირდა საქართველოს კონსტიტუციურ წყობილებას, რაც იძლევა პირდაპირ პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადების საფუძველს

კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ღიად დაუპირისპირდა საქართველოს კონსტიტუციურ წყობილებას, რაც იძლევა პირდაპირ პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადების საფუძველს
კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ამ დღეებში ღიად დაუპირისპირდა საქართველოს კონსტიტუციურ წყობილებას, რაც იძლევა პირდაპირ პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადების საფუძველს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არის თვითლიკვიდაციის რეჟიმში.
„ჩვენ ვსაუბრობდით ს წინ პოლიტიკური პარტიების შესაძლო არაკონსტიტუციურად გამოცხადებაზე, ამას ვუკავშირებდით ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებას, თუმცა ისე მიჰყავთ პროცესები ამ ადამიანებს, რომ შეიძლება, საკონსტიტუციო უმრავლესობის გარეშეც მოხდეს ასეთი პროცესის ინიცირება. ისინი ღიად დაუპირისპირდნენ ამ დღეებში მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციურ წყობილებას, რაც იძლევა პირდაპირ პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადების საფუძველს. დანარჩენ დაველოდოთ, როგორ გაგრძელდება პროცესები, ყველაფერი არის ჩვენს ხელში“, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ იგი არის სანქცირებული ამერიკის წინა ხელისუფლების მხრიდან და ბუნებრივია, ნებისმიერ საუბარში, ნებისმიერ დისკუსიაში შესვლა სანამ ეს არასამართლიანი სანქციები ძალაშია, იქნებოდა პირდაპირ შანტაჟის მცდელობა და ერთმანეთში შეზელა, ასე ვთქვათ, პირადი და სახელმწიფო ურთიერთობების.

ბიძინა ივანიშვილი შეგნებულად არ დათანხმდა რობინ დანიგანთან შეხვედრას, რადგან ის იყო სანქცირებული და არ სურდა მასთან სანქციების თემით ვაჭრობა მომხდარიყო, არ სურდა რაიმე ნაბიჯი პირადი ინტერესის გამო გადაედგა, რადგან მისთვის ამოსავალ წერტილს სამშობლო წარმოადგენს