ზურაბ ჯაფარიძე გაათავისუფლეს

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე თავისუფალია. ამის შესახებ ინფორმაციას ჯაფარიძე თავად სოციალურ ქსელში ავრცელებს და ფოტოს აქვეყნებს.
“გარეთ ვარ”, – წერს ზურაბ ჯაფარიძე.
**
2 დეკემბერს პოლიციელებმა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე დააკავეს.
ამასთან, აქციის მონაწილეების ნაწილს, რომელმაც რუსთაველიდან ჭავჭავაძის გამზირისკენ გადაინაცვლა და ვაკის პარკის მიმართულებით მსვლელობას მართავდა, პოლიცია ძალის გამოყენებით აკავებს.
დაფიქსირდა ძალადობის ფაქტებიც – ერთ-ერთმა პოლიციელმა ახალგაზრდა ქალს, რომელიც ადამიანების დაკავებასა და ძალის გამოყენებით მსვლელობის ჩაშლის მცდელობას აპროტესტებდა, ხელი უბიძგა და დააგდო