საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქცია იმართება. აქციის მონაწილეების განცხადებით, მხარდაჭერას უცხადებენ უწყების თანამშრომლებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის გადადებასთან დაკავშირებით.
სავარაუდოდ, საქართველოს საგარეო სამინისტროში პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე უკვე შევიდა, რომელმაც გავრცელებული ინფორმაციით, უწყების თანამშრომლებს ახალი მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი უნდა წარუდგინოს.
ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.