ირაკლი კობახიძე – საზოგადოების პრობლემა ლიბერალური ფაშიზმია – მინი ფორმებში გაიმეორეს ის, რაც 7 ნოემბერს გააკეთეს – ნებისმიერი მცდელობა, ავანტიურისტებმა და რევანშისტებმა მოაწყონ რევოლუცია, განწირულია წარუმატებლობისთვის

ერთ-ერთი პრობლემა, რაც საზოგადოებას აქვს, ლიბერალური ფაშიზმია – მინი ფორმებში გაიმეორეს ის, რაც 7 ნოემბერს გააკეთეს, როდესაც ძალის გამოყენებით შეიჭრნენ ტელეკომპანია „იმედში“,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რითაც საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ ირგვლივ მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, საქართველოში 4 წლის განმავლობაში რევოლუციის მოწყობის 3 მცდელობა იყო და „ადამიანებმა ვერ გააცნობიერეს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს ვერავინ შეარყევს“.
„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც საზოგადოებას აქვს, ლიბერალური ფაშიზმია. ეს ადამიანები ჩვენს საზოგადოებაში უმცირესობაა, მაგრამ ისინი ზუსტად ისეთივე აგრესიული ფორმებით მოქმედებენ, როგორც თავის დროზე, ბოლშევიკები მოქმედებდნენ ჩვენს ქვეყანაში – ეს არის საწინააღმდეგო აზრის არ დაშვება, პოლემიკის არ დაშვება, უხეში აგრესია ნებისმიერი ადამიანის მიმართ, რომელიც განსხვავებულ აზრს გამოხატავს. ეს არის მათ შორის ტელევიზიებში შეჭრა. გაიხსენეთ, ალბათ, მათი ხელწერა, როდესაც კეზერაშვილის ტელევიზიის ჟურნალისტები შეიჭრნენ საზოგადოებრივ მაუწყებელში. ეს მათი ხელწერაა. მათ გაიმეორეს მინი ფორმებში ის, რაც 7 ნოემბერს გააკეთეს, როდესაც ძალის გამოყენებით შეიჭრნენ ტელეკომპანია „იმედში“. იმის მცირე ანალოგი იყო. უბრალოდ, აღარ აქვთ საშუალება გააკეთონ იგივე, რაც 7 ნოემბერს გააკეთეს. მადლობა ღმერთს, ისინი ვერ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, რასაც ასე ცდილობდნენ ზოგ-ზოგიერთები ქვეყნის შიგნით და გარეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, რასაც აკეთებენ ახლა, ამ მცირე ფორმით, ზუსტად იმავეს გააკეთებდნენ იმავე ფორმით, რა ფორმებსაც 2007 წლის 7 ნოემბერს იყენებდნენ. რა თქმა უნდა, ამის საშუალებას მათ არასდროს არავინ მისცემს. 4 წლის განმავლობაში გვქონდა რევოლუციის მოწყობის 3 მცდელობა უცხოური დაფინანსებით. ეს არ არის სწორი დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ. ამ ადამიანებმა ვერ გააცნობიერეს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს ვერავინ შეარყევს. საქართველო არის სახელმწიფო, ეს არის სახელმწიფო, ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტებით, სამართალდამცავი ინსტიტუტებით, შესაბამისად, ნებისმიერი მცდელობა, ავანტიურისტებმა და რევანშისტებმა მოაწყონ რაიმე ტიპის რევოლუცია, იმთავითვე წარუმატებლობისთვისა განწირული“,- განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ნიკა კაციას ორჯერ მოუწია ცივი წყლით ბანაობა, საკანში გაუთიშეს გათბობა – რაც შეეხება კვების ეპიზოდს, უფრო წარსულს ეხებოდა, საკვები არ ხვდებოდა ან „წყალწყალა“ საჭმელი მიჰქონდათ

ვეფხია კასრაძე – შეიძლება მალე „ზებრებმა“ და „პინგვინებმაც“ გაასამართლოს ხალხი, თუ ეს კლოუნადა არ შევაჩერეთ – საზოგადოების უპირველესი დაკვეთა პატიმართა საქმეების გადახედვა უნდა იყოს

თორნიკე შარაშენიძე – თუ ტრამპმა უცებ გადაწყვიტა, „არ მომწონს, როგორ იქცევა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება“, ისეთი ხისტია, შეიძლება მძიმე სანქციები გამოისროლოს და ყველაფერი ერთი ხელის მოსმით დაამთავროს