ვაკეში, თამარაშვილის ქუჩაზე სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი დააკავეს, მათ შორის „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
გავრცელებული ცნობით, მომიტინგეებმა, რომლებიც რუსთაველის გამზირიდან ჭავჭავაძის გამზირისკენ გადაინაცვლეს და ვაკის პარკის მიმართულებით მსვლელობას მართავდნენ, გზის გადაკეტვა6 სცადეს.
სამართალდამცველებმა მომიტინგეებს გზის გადაკეტვის საშუალება არ მისცეს, რასაც წინააღმდეგობა მოჰყვა და პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა.
1tv.ge