ბიზნესმენი დიმიტრი აბდუშელიშვილი სოციალურ ქსელში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.
როგორც ბიზნესმენი წერს, ყოველგვარი შეფერხება ევროპისკენ მიმავალ გზაზე, ნიშნავს ჩვენი ქვეყნის რეგრესს, რომელიც გამორიცხულია რომ დავუშვათ.
“საქართველო იყო და იქნება ევროპული ქვეყანა. ჩვენი ადგილი იქ არის, სადაც ადამიანები და ქვეყნები ერთმანეთს ფასეულობებით არიან შეკავშირებულები. ყოველგვარი შეფერხება ევროპისკენ მიმავალ გზაზე, ნიშნავს ჩვენი ქვეყნის რეგრესს, რომელიც გამორიცხულია რომ დავუშვათ.
არ მოსულა, ჩვენი შვილების ტოლა გოგო ბიჭებზე და თანამოქალაქეებზე ძალადობა მხოლოდ იმიტომ, რომ უკეთესი მომავლის ქვეყანა უნდათ” – წერს აბდუშელიშვილი.