“დაბლა ყრიდნენ და მათ სხეულებზე ხტუნაობდნენ… სახეები აქვთ ჩალეწილი, ძვლების მრავლობითი მოტეხილობები“ – როგორია აქციაზე დაკავებულების მდგომარეობა

ად­ვო­კა­ტი ნიკა სი­მო­ნიშ­ვი­ლი აქ­ცი­ა­ზე და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ წერს. მისი თქმით, ისი­ნი თა­ვად მო­ი­ნა­ხუ­ლა და მათი მდგო­მა­რე­ო­ბა სა­გან­გა­შოა.

“გუ­შინ და­კა­ვე­ბულ და ნა­ცემ ბი­ჭებ­ზე ძა­ლი­ან მძი­მე ამ­ბე­ბია, მაგ­რამ მინ­და იცო­დეთ, რო­გო­რი “მშვი­დო­ბა” დაგ­ვიმ­ყა­რა ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ.

  • აქ­ცი­ა­ზე და­კა­ვე­ბულ და სას­ტი­კად ნა­ცემ ბი­ჭებს შევ­ხვდი გუ­შინ და დღეს. ისე­თი ხა­რის­ხის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აქვთ, რომ იზო­ლა­ტორ­ში ვერ და­ტო­ვეს და კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

და­კა­ვე­ბის შემ­დეგ, ყვე­ლა მათ­განს სპეც­რაზ­მე­ლე­ბი და კრიმ­პო­ლე­ბი სას­ტი­კად უს­წორ­დე­ბოდ­ნენ და გა­მე­ტე­ბით ურტყამ­დნენ სა­ხე­ში. პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით სა­ხე­ე­ბი აქვთ ჩა­ლე­წი­ლი, ძვლე­ბის მრავ­ლო­ბი­თი მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბი აქვთ (ყბა, სა­ფეთ­ქე­ლი, ცხვი­რი, თვა­ლის ბუდე) და სა­ხე­ე­ბი არ ეტყო­ბათ, ნა­წი­ლი თვა­ლი­დან ვერ იყუ­რე­ბა.

ყვე­ლას თვა­ლის ბუდე აქვს გა­ტე­ხი­ლი, სა­დამ­სჯე­ლო რაზ­მე­ბი ამ ადა­მი­ა­ნე­ბის თვა­ლებ­ზე ნა­დი­რობ­დნენ ისე­ვე, რო­გორც 20 ივ­ნი­სის ღა­მეს. ის, რაც რე­ზი­ნის ტყვი­ით არ გა­ა­კე­თეს, სა­ხე­ში გა­მე­ტე­ბით წიხ­ლე­ბი­სა და მუშ­ტე­ბის დარ­ტყმით მი­აღ­წი­ეს.

და­კა­ვე­ბი­დან მან­ქა­ნამ­დე სა­ნამ მი­იყ­ვან­დნენ, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის კო­რი­დორს ატა­რებ­დნენ, სა­დაც ყვე­ლა ურტყამ­და მათ. რო­გორც მი­თხრეს, მან­ქა­ნას­თან იწყე­ბო­და სრუ­ლი ჯო­ჯო­ხე­თი, მა­ნამ­დე რაც გვცე­მეს, ის არა­ფე­რი იყოო, ჯერ დაბ­ლა ყრიდ­ნენ, კი­დევ სცემ­დნენ და მათ სხე­უ­ლებ­ზე ხტუ­ნა­ობ­დნენ ისე, რო­გორც დამ­პა­ლი რუსი ოკუ­პან­ტე­ბი გი­ორ­გი ან­წუ­ხე­ლი­ძის სხე­ულ­ზე. ერ­თმა ისიც მი­თხრა, რომ წი­წა­კის სპრე­იც შე­ას­ხეს ამ მო­მენ­ტში, თუმ­ცა ისე­თი ნა­ცე­მე­ბი იყ­ვნენ, ვე­ღარც იგ­რძნეს.

სა­ში­ნე­ლე­ბა იყო ისიც, რომ მან­ქა­ნა­ში სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებს აბა­რებ­დნენ და­კა­ვე­ბუ­ლებს, პო­ლი­ცი­ე­ლებს კი არა­ვი­თა­რი რე­აქ­ცია არ ჰქონ­დათ იმა­ზე, რომ სას­ტი­კად ნა­ცე­მი ადა­მი­ა­ნე­ბი მიჰ­ყავ­დათ მათ­თან. მე­ტიც, სი­ცი­ლი­თაც ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, მუშ­ტი ვის არ მოხ­ვედ­რი­აო.

ამ ბი­ჭებს სრუ­ლი ჯო­ჯო­ხე­თი გა­მო­ა­ტა­რეს, სა­მა­გა­ლი­თოდ და­სა­ჯეს და სას­ტი­კად გა­უს­წორ­დნენ ის ხალ­ხი, ქარ­თვე­ლო­ბას, რწმე­ნას და ოჯა­ხის ღი­რე­ბუ­ლე­ბებს რომ “იცა­ვენ”, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი ამ ყვე­ლა­ფერს ამო­ფა­რე­ბუ­ლი ფა­რი­სევ­ლე­ბი არი­ან, ეს არც ვაჟ­კა­ცის საქ­ცი­ე­ლია, არც ამ ქვეყ­ნის შვი­ლის და არც ქრის­ტი­ა­ნის. ამ ყვე­ლა­ფერს ვინც ხელს უწყობთ და ამარ­თლებთ, იმ ხალ­ხს კი ცალ­კე გა­გიხ­სე­ნებთ“, – წერს იუ­რის­ტი ნიკა სი­მო­ნიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.