პოლიციელები მომიტინგეებს ვაკის პარკის მიმდებარედ ძალის გამოყენებით აკავებს

აქციის მონაწილეების ნაწილს, რომელმაც რუსთაველიდან ჭავჭავაძის გამზირისკენ გადაინაცვლა და ვაკის პარკის მიმართულებით მსვლელობას მართავდა, პოლიცია ძალის გამოყენებით აკავებს.

პოლიციელები მომიტინგეებს ეუბნებიან, რომ “ისინი ხმაურობენ და ხალხს აღვიძებენ”.

დაფიქსირდა ძალადობის ფაქტებიც – ერთ-ერთმა პოლიციელმა ახალგაზრდა ქალს, რომელიც ადამიანების დაკავებასა და ძალის გამოყენებით მსვლელობის ჩაშლის მცდელობას აპროტესტებდა, ხელი უბიძგა და დააგდო.

 

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე „იგლ ჰილსზე“ – ვერ ვხვდები, რა აქვს „ოცნებას“ დასამალი?! წილობრივი მონაწილეობის პროცენტი დაასახელა, ინვესტიციების მოცულობა ვიცით – რადგან ამის გარდა საიდუმლოდ მაინც ტოვებენ, ე.ი. იქ არის პუნქტები, რომლის გასაჯაროებაც არ აწყობთ

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა