მეტროსადგურ „რუსთაველთან“ შეკრებილ აქციის მონაწილეებს პოლიცია ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს

მეტროსადგურ „რუსთაველთან“ შეკრებილ აქციის მონაწილეებს პოლიცია ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს, მათ შორის სამართალდამცავები მომიტინგეებს ურჩევენ, მეტროში ჩავიდნენ.
ცოტა ხნის წინ საპოლიციო ძალების წარმომადგენლებმა უშუალოდ მეტროსადგურში შესული ორი მოქალაქე დააკავეს.
საპოლიციო ძალები აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირზე, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის მხარეს გადაადგილებას უზღუდავენ.
სპეცრაზმელების ნაწილი კვლავ რჩება რუსთაველის გამზირზე გამავალ სხვადასხვა ქუჩებთან.

ასევე დაგაინტერესებთ

„ფაშისტურ-ნაცისტური“ იდეოლოგიის მქონე არასრულწლოვანს, რომელსაც დაჯგუფებისთვის მიუღებელი ცხოვრების წესის მქონე პირების მიმართ ძალადობის და წამების ორგანიზება ედებოდა ბრალად, 14 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

შალვა პაპუაშვილი გახარიას პარტიის წევრებზე – ძალიან მომაბეზრებელია მათი დამოკიდებულება – პარლამენტის სხდომები სპეციფიკური სივრცეა, სადაც კონსტიტუციურ გადაწყვეტილებებს იღებენ, აქ ხელისუფლების სხვა შტოებიდან ზედმეტი ჩარევა სწორი არაა