აქციის მონაწილეების ნაწილმა რუსთაველის გამზირიდან ჭავჭავაძეზე გადაინაცვლა – ისინი ვაკის პარკის მიმართულებით მსვლელობას აწყობენ

აქციის მონაწილეების ნაწილმა რუსთაველის გამზირიდან ჭავჭავაძის გამზირისკენ გადაინაცვლა. ისინი საავტომობილო გზაზე, ვაკის პარკის მიმართულებით, მსვლელობას აწყობენ.
მათ დაკავებული აქვთ საავტომობილო გზის ნაწილი.
„პროტესტის ფორმაა, მსვლელობაა. ჩვენ არამარტო დაგვშალეს, არამედ ხაფანგი ჰქონდათ მოწყობილი, არ გვიშვებდნენ თსუ-სთან. ავედით ვერაზე, ქუჩებით ვიარეთ და ჩამოვედით ჭავჭავაძეზე. მსვლელობაა, მსვლელობაც პროტესტია. ასეთი ფორმით ვაპროტესტებთ“, – განაცხადა კოალიცია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ, რომელიც აქციის მომიტინგეებთან ერთად ჭავჭავაძის გამზირზე იმყოფება.

ასევე დაგაინტერესებთ

„ფაშისტურ-ნაცისტური“ იდეოლოგიის მქონე არასრულწლოვანს, რომელსაც დაჯგუფებისთვის მიუღებელი ცხოვრების წესის მქონე პირების მიმართ ძალადობის და წამების ორგანიზება ედებოდა ბრალად, 14 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

შალვა პაპუაშვილი გახარიას პარტიის წევრებზე – ძალიან მომაბეზრებელია მათი დამოკიდებულება – პარლამენტის სხდომები სპეციფიკური სივრცეა, სადაც კონსტიტუციურ გადაწყვეტილებებს იღებენ, აქ ხელისუფლების სხვა შტოებიდან ზედმეტი ჩარევა სწორი არაა