რუმინეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი „სოციალ-დემოკრატები“ ლიდერობენ

რუმინეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა მმართველმა „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ მიიღო, – ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ბიულეტენების დაახლოებით 90 პროცენტის დამუშავების შემდეგ ცნობილი ხდება, რომ სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ ხმების 23,84 პროცენტი მიიღო, მეორე ადგილზეა ულტრამემარჯვენე ალიანსი „რუმინელთა ერთიანობისთვის“ ხმების 17,85 პროცენტით, მესამე ადგილზე კი – მემარჯვენე ეროვნულ-ლიბერალური პარტია 14,64 პროცენტით.
ამასთან, „დოიჩე ველე“ წერს, რომ საზღვარგარეთ ჩატარებულმა კენჭისყრის შედეგებმა შეიძლება ყველაფერი შეცვალოს.
რუმინეთში საპარლამენტო არჩევნები გუშინ ჩატარდა. პარლამენტარებს ოთხი წლის ვადით, პარტიული სიებით ირჩევენ. პარტიის პარლამენტში შესვლის ბარიერი 5 პროცენტია. არჩევნებში სულ 31 პოლიტიკური პარტია მონაწილეობდა.
რუმინეთის ამჟამინდელ პარლამენტში ყველაზე მეტი მანდატი „სოციალ-დემოკრატებს“ აქვთ, თუმცა არა ერთპარტიული კაბინეტის შესაქმნელად საჭირო რაოდენობა და ხელისუფლებაშია „ეროვნულ-ლიბერალურ პარტიასთან“ ერთად ჩამოყალიბებული კოალიციური მთავრობა.

ასევე დაგაინტერესებთ

„გლოვოს“ კურიერს , სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას თავს დაესხნენ არასრულწლოვნები – დათოს ოჯახური მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა: მას არ ჰყავს დედ-მამა და მასზე 90 წლის ლოგინად ჩავარდნილი პაპა ზრდიდა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება – საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, ირაკლი კობახიძის სახით, ოფიციალურად აღიარა მიხეილ სააკაშვილი სამხედრო აგრესიის დამნაშავედ – ამიტომ, 2008 წლის აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ქვეყანას. სამხრეთ ოსეთისთვის რუსეთი იყო და კვლავ რჩება უსაფრთხოების საიმედო გარანტად