ჯო ბაიდენმა საკუთარი ვაჟი, ჰანტერ ბაიდენი შეიწყალა

-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა საკუთარი ვაჟი, ჰანტერ ბაიდენი შეიწყალა, რომელსაც ბრალი ედებოდა იარაღის უკანონო შეძენასა და ფლობასა და ცხრა საგადასახადო სამართალდარღვევაში ედებოდა, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„დღეს მე ხელი მოვაწერე ჩემი შვილის ჰანტერის შეწყალებას“, – აღნიშნულია ჯო ბაიდენის განცხადებაში.
მისი განმარტებით, შეწყალების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რადგან მისი შვილი “შერჩევით და უსამართლოდ იდევნებოდა და რომ ჰანტერს იმ ადამიანებისგან განსხვავებულად ექცეოდნენ, ვინც მსგავს დანაშაულს სჩადის.
”იმედი მაქვს, ამერიკელები გაიგებენ, რატომ მიიღებდა მამა და პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებას”, – აღნიშნულია ბაიდენის განცხადებაში.
შეწყალების დოკუმენტის თანახმად, ეს არის „სრული და უპირობო შეწყალება“. CNN-ი განმარტავს, რომ ამ ოფიციალური შეწყალების გაუქმებას არჩეული პრეზიდენტი, ვერ შეძლებს.
CNN-ი წერს, რომ შვილის შეწყალებით, ჯო ბაიდენმა უარყო საჯარო დაპირება, რომელიც მან არაერთხელ დადო, მათ შორის მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა 2024 წლის მოიგო, რომ ის ჰანტერ ბაიდენს არ შეიწყალებდა.
შეწყალება მოიცავს ნებისმიერ პოტენციურ ფედერალურ დანაშაულს, რომელიც ჰანტერ ბაიდენმა 2014 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 დეკემბრამდე ჩაიდინა. შეწყალება ნიშნავს, რომ ჰანტერ ბაიდენს არ მიესჯება სასჯელი დანაშაულისთვის და მისი დაპატიმრების შანსი გამორიცხულია.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს