აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების ფინანსურ-ეკონომიკური რეზონანსი

“კომერსანტი” დაინტერესდა, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ამან ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე და ბიზნესზე.
როგორც ეკონომიკის დოქტორი, ფინანსური ანალიტიკოსი, ნიკა შენგელია გვიხსნის, სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერება მოიცავს ყველა ფინანსური გრანტებისა და სხვა ტრანზაქციების შეჩერებას, ასევე დახმარების პროგრამების შეწყვეტას, რომლის დანაკლისი ქვეყანას დიდი გამოწვევის წინაშე დააყენებს.
“ეს თანხა, რაც თუნდაც სამთავრობო გრანტების სახით შემოდიდა ევროპიდან და ამერიკიდან, ძირთადად, ხვდებოდა ეროვნულ ბანკში და იქედან ლარების სახით შემოდიოდა ეკონომიკაში, ივსებოდა ეროვნული ბანკის რეზერვები, ძნელი წარმოსადგენი არაა, თუ რაოდენ დიდი გამოცდა იქნება ეს ეროვნულ ბანკისთვის, შეინარჩუნოს ეროვნული ვალუტის სტაბილური კურსი,” – განუცხადა “კომერსანტს” ნიკა შენგელიას.
შეგახსენებთ, -სგან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებით საქართველომ შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შანსიც დაკარგა.
ცნობისთვის, “ქართული ოცნება” ცდილობს სურათი ისე დახატოს, თითქოს მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული საქართველოსთვის არაფერი მომხდარა. პროგნოზირებენ, რომ ურთიერთობები ახალი ხელისუფლების პირობებში გადაიტვირთება.
პრემიერ-მინისტრი, , ამტკიცებს, რომ მმართველ გუნდს ს ახალ ადმინისტრაციასთან არაპირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდა, თუმცა, არ აკონკრეტებს, თუ ვისთან შედგა არაპირდაპირი კომუნიკაცია. კობახიძის თქმით, მმართველი გუნდის სურვილია, პირდაპირი კომუნიკაცია შედგეს.
აშშ-ის მიერ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეწყვეტა შეაფასა “ქართული ოცნების” კიდევ ერთმა ლიდერმა, მ.
“ტრამპის ინაუგურაციამდე ასწრებენ. აქციას მუხტი მოაკლდა და ეხმარებიან. რა შეგვიჩერეს, უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა თუ პირდაპირი ფრენები? ახლა ჩვენ არ დავეთანხმოთ აღდგენაზე უვიზო მიმოსვლის, თავისუფალი ვაჭრობის და პირდაპირი ფრენების გარეშე”, – დაწერა მდინარაძემ სოციალურ ქსელში.
ფაქტი შეაფასა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმაც. მისი თქმით, ქვეყანა რჩება დაცვის გარეშე ს პირისპირ.