– “ქართულ ოცნებას” ექნება ძალიან მძიმე დღეები

თვითმარქვია “ქართულ ოცნებას” ექნება ძალიან მძიმე დღეები და ძალიან მძიმე ვითარება, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, საერთაშორისო პარტნიორები ლაპარაკიდან უკვე საქმეზე გადავიდნენ.
მისი განმარტებით, უკვე უმნიშვნელოვანესი ნაბიჯებია გადადგმული.
“უმნიშვნელოვანესი ნაბიჯებია. ჩვენი პარტნიორების მხრიდან ლაპარაკიდან საქმეზე გადასვლა, როგორც ევროკავშირის, ისე შეერთებული შტატების მხრიდან. ჩვენი ქართველების ქუჩაში დგომა არის გარანტია იმის, რომ ევროპიდან და ამერიკიდანაც კონკრეტული ნაბიჯები იქნება.
ვიბრძვით ჩვენ? – ამ ბრძოლას მხარდაჭერა ექნება, ვჩერდებით? – რა თქმა უნდა, გაჩერდება მხარდაჭერაც, ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი იწყება.
თვითმარქვია “ქართულ ოცნებას” ექნება ძალიან მძიმე დღეები და ძალიან მძიმე ვითარება. ძალიან მნიშვნელოვანია მკაფიოობა მოთხოვნაში.
რა მოთხოვნები არსებობს – სრული პასუხისმგებლობა, რაც ხდება იმაზე, ეკისრება “ქართულ ოცნებას” და მის დეზინფორმატორ ტელეკომპანიებს, რომლებიც სიყალბეს სიყალბეზე ავრცელებენ აქციებთან დაკავშირებით; ახალი არჩევნების ჩატარება, რომელიც უნდა ჩატარდეს ახალი მენეჯმენტითა და საერთაშორისო ჩართულობით და სამართალდამცავი ორგანოების სრული განეიტრალება და დეპოლიტიზაცია უნდა მოხდეს იმიტომ, რომ ამ სამართალდამცავი ორგანოების პირობებში რაიმე ჩატარდეს იმიტომ, რომ ისინი მართავენ სპეცოპერაციას საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ.
მივმართავ “ქართული ოცნების” თვითმარქვია რეჟიმის წარმომადგენლებს – არაფერი სხვა, გარდა ამისა, არ დააწყნარებს სიტუაციას, ხალხი ითხოვს გამარჯვებას და გამარჯვებით დასრულდება”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: კოსმოსი, ივანიშვილი და უცხოპლანეტელები – რას ასწავლიან მილიარდერის უნივერსიტეტში – ქალი სტალინის ხატით ხელში საზოგადოებამ ცხრა წლის წინ,  გადაცემა “პროფილიდან” გაიცნო (ვიდეო)

ანდრეი სიბიგა: გააწანით რუსეთს სილა მართლაც მკაცრი სანქციებით და პუტინს სხვა არჩევანი არ ექნება, გარდა იმისა, რომ შეაჩეროს ომი – რუსეთი ვერ მოიქნევს მსოფლიოს, როგორც კუდი ვერ მოიქნევს ძაღლს

ლაშა ფარულავა: ყველასთან ვითანამშრომლებთ, გარდა ივანიშვილისა, ერთიანობა მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლა ფინიშზე გავიდეს – კონკრეტულ პარტიებთან გვაქვს თანხმობა კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე