აუცილებელია ფონდის შექმნა, რომ აქციის დაკავებულ მონაწილეებს საზოგადოება დაეხმარონ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ოპოზიურ პარტიებთან კონსულტაციის დასრულების შემდეგ გამარტულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, სამოქალაქო პროტესტი უნდა დარჩეს ისეთი, როგორც არის, არ სჭირდება პოლიტიკური პარტიების ჩარევა, მაგრამ სჭირდება მხარდაჭერა და დაცვა.
“სამართლებრივი დაცვა სჭირდებათ დაკავებულ ადამიანებს. მათი დაცვა ასევე მდგომარეობს იმაში, რომ აუცილებელი იყოს ფონდის შექმნა, რომ ამ ადამიანებს დავეხმაროთ.
დახმარება ასევე გამოიხატება, რომ დავიცვათ ისინი პროვოკაციებისგან.
მომივიდა ინფორმაცია, რომ უკრაინიდან ქართველი სამხედროები ემზადებიან პროტესტში ჩასართავად, რაც პროვოკაციაა, არ დაიჯეროთ.
ეს პროტესტი არის კონსტიტუციურ ჩარჩოებში.
ჩვენ ვიცავთ კონსტიტუციას, სამაგიეროდ, მმართველი პარტია არღვევს, რომ შეაჩეროს ჩვენი ევროპული მომავალი”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციების დასრულების შემდეგ, დღეს საზოგადოებას აუწყა, რომ ეროვნული თანხმობა ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტის მედიაციით შედგა.
