“სამოქალაქო პროტესტს არ სჭირდება პოლიტიკური ჩარევა, სჭირდება მხარდაჭერა და დაცვა” – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი, საგანგებო ბრიფინგზე ამბობს:
“ეს არის კიდევ ერთი დასტური რომ ამ ქვეყნაში ნამდვილად შედგა ერთობა, აქაც შედგა ამ სასახლეში ეროვნული თანხმობა იმის შესახებ თუ დღეს რა გვაქვს გასაკეთებელი, საითკენ მივდივართ და საითკენ არ მივდივართ და ეს თანხმობა არის პირველ რიგში იმის ირგვლივ, რომ ჩვენ არ მივდივართ რუსეთისკენ, მივდივართ ევროპისკენ, რაც იყო ჩვენი გამოცხადებული ყველასი მიზანი და თუ ვინმემ გადაუხვია, საზოგადოებამ, თავის მთლიანობაში, არ გადაუხვია და რჩება ერთგული ამ მიზნის. ჩვენ განვიხილეთ ასევე ის პროტესტი, რომელიც ქუჩაში მიმდინარეობს, რომელიც არის სრულიად დამოუკიდებელი პროცესი, დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტიებისგან, დამოუკიდებელი რამე ორგანიზაციისგან, თვითორგანიზებული და სპონტანური, რაც ძალიან კარგად ჩანს იმაში, რომ პრაქტიკულად, დღეს არ არის ქალაქი საქართველოში, რომელიც არ არის ჩართული ამ პროტესტში და ძალიან სპონტანურად. მოიცავს ყველა თაობას და ყველა პროფესიას, ყველა სოციალურ სფეროს. ეს სამოქალაქო პროტესტი უნდა დარჩეს, როგორიც არის, თავისი სპონტანურობით და თავისუფლებით, თვითორგანიზებით, არ სჭირდება, და ამაზე შევთანხმდით ყველა, არანაირი პოლიტიკური პარტიების ჩარევა, არც ჩემი ჩარევა, ცხადია, მაგრამ, სჭირდება მხარდაჭერა და სჭირდება დაცვა”

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ