სალომე ზურაბიშვილი – საგარეო უწყების თანამშრომლების განცხადება და რამდენიმე ელჩის გადადგომა არის არა საბოტაჟი და დისკრედიტაცია, არამედ ჩვენი ქვეყნის რეპუტაციისთვის პოზიტიური – როგორც ჩანს, ახალი მინისტრი ძალიან შეშფოთდა

მინდა, შევეხო საგარეო საქმეთა სამინისტროს დღევანდელ განცხადებას. როგორც ჩანს, ძალიან შეშფოთდა ახალი მინისტრი და საერთოდ, მმართველი პარტია იმის გამო, რომ უწყების 274 თანამშრომელმა გააკეთა განცხადება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ზურაბიშვილის თქმით, საგარეო უწყებისა და ელჩების ნაბიჯებმა ქვეყნის საგარეო ურთიერთობებში ახალი სურათი შექმნა.
“მინდა, შევეხო საგარეო საქმეთა სამინისტროს დღევანდელ განცხადებას. როგორც ჩანს, ძალიან შეშფოთდა ახალი მინისტრი და საერთოდ, მმართველი პარტია იმის გამო, რომ უწყების 274 თანამშრომელმა გააკეთა განცხადება და პროტესტი გამოხატა ამ მიმართულებით, გადადგა რამდენიმე ელჩი მნიშვნელოვან ქვეყნებში და ეს ყველაფერი ქმნის ახალ სურათს ჩვენი საგარეო უწყების, რომელიც არა თუ საბოტაჟი და არა თუ დისკრედიტაციაა და მე მაქვს ყოველდღიურად საუბრები სხვადასხვა ქვეყნის ლიდერთან, ეს უბრუნებს ჩვენს საგარეო დიპლომატიურ ტონს, უბრუნებს კორპუსს, უბრუნებს ნდობას ჩვენი პარტნიორებისგან იმიტომ, რომ მათთვის სრულიად გაუგებარია, ელჩები და საელჩოები მუშაობდნენ პრემიერის განცხადების მერე, ვითომც არაფერი მომხდარა და ის, რომ არის ესოდენ დიდი რეაქცია საგარეოში, არის ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნის რეპუტაციისთვის პოზიტიური, რისთვისაც უნდა ვიყოთ მადლობელი”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ