საზოგადოებრივი მაუწყებელი მზად არის, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს პირდაპირი ეთერი დაუთმოს

საზოგადოებრივი მაუწყებელი მზად არის, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს პირდაპირი ეთერი დაუთმოს.
“საქართველოს პირველი არხი მზადაა, დღესვე მივიღოთ საზოგადოებრივ მაუწყებელში და დავუთმოთ ეთერი”, – ნათქვამია ტელეკომპანიის განცხადებაში.
აქციის მონაწილეები, რომლებიც საზოგადოებრივ მაუწყებელთან არიან შეკრებილები, პრეზიდენტს მოუწოდებენ, მივიდეს ტელევიზიაში.
პრეზიდენტისთვის ეთერის დათმობა პირველ არხთან მიმდინარე აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მოთხოვნა იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

ღამბაშიძე: მგონი პირველად მისი არსებობის მანძილზე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ წინა მთავრობამ ქვეყნისთვის რაღაც კარგი გააკეთა, რაც თავდაყირა აყენებს ცენტრალურ ნარატივს, რომ წინა მთავრობამ ქვეყნისთვის მხოლოდ ცუდი გააკეთა