ორბელიანების სასახლეში შედგა ეროვნული თანხმობა – სალომე ზურაბიშვილი

ორბელიანების სასახლეში შედგა ეროვნული თანხმობა იმის შესახებ, დღეს რა გვაქვს გასაკეთებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრეზიდენტი ზურაბიშვილის თქმით, “ეს თანხმობა არის, პირველ რიგში, იმის ნიშანი, რომ ჩვენ არ მივდივართ სკენ, მივდივართ ევროპისკენ”.
“მოვიწვიე ქარტიის პოლიტიკური პარტიები და საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელი, არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. ეს არის იმის დასტური, რომ აქაც, ორბელიანების სასახლეში შედგა ეროვნული თანხმობა იმის შესახებ თუ დღეს რა გვაქვს გასაკეთებელი, საით მივდივართ და საით არა. ეს თანხმობა არის, პირველ რიგში, იმის ნიშანი, რომ ჩვენ არ მივდივართ რუსეთისკენ, მივდივართ ევროპისკენ, რაც იყო ჩვენი, ყველსა გამოცხადებული მიზანი და თუ ვინმემ გადაუხვია, საზოგადოებას არ გადაუხვევია და რჩება ამ მიზნის ერთგული”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
ცნობისთვის “ქართულმა ოცნებამ” საპრეზიდენტო 14 დეკემბერს ჩანიშნა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ამბობს, რომ უკან დახევის თეორიული პერსპექტივაც კი არ არსებობს, რადგან სამოქალაქო პროტესტის საგანია ის, რომ თითქოს ხელისუფლებამ შეაჩერა ევროინტეგრაცია, რაც „არ მომხდარა ბუნებაში“.
ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ საქართველო თავის საქმეს მაინც გააგრძელებს, რაც არ უნდა მოხდეს, ევროკავშირმა კი მოლაპარაკებები უნდა ახლა გახსნას, უნდა – მოგვიანებით.
“ქართული ოცნება” ამტკიცებს, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი არ შეჩერებულა. პრემიერ-მინისტრი, , ამბობს, რომ მზადაა ხვალვე მოაწეროს ხელი გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას, თუ ევროკავშირი შესაბამის ნებას გამოიჩენს.
შეგახსენებთ, მეოთხე დღეა, საქართველოს პარლამენტთან ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტები აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე მოხსნან დღის წესრიგიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყება.
საქართველოს ევროპული გზიდან გადახვევა და რუსეთის წიაღში დაბრუნება კატეგორიულად მიუღებელია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლებისთვისაც. იგივე პოზიცია აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალსაც, რომლებიც საჯარო განცხადებით გაემიჯნენ “კონსტიტუციისა და ევროკავშირში ინტეგრაციის კურსის ღალატის ნებისმიერ მცდელობას”. ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე სვლის გაგრძელების მოთხოვნას შეუერთდნენ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. ანტიდასავლურ კურსს გაემიჯნა ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლების ნაწილიც.
ხელისუფლებას ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების შეჩერებაზე გადაწყვეტილების შეცვლას სთხოვს “ახალგაზრდა ადვოკატები”.
საზოგადოებას და პროფესიულ ჯგუფებს მობილიზება და ხალხის გვერდით დგომა სთხოვეს მეღვინეებმა. მათი შეფასებით, “საქართველოს თვითმარქვია ხელისუფლება გავიდა ყველანაირი კონსტიტუციური ფარგლებიდან” და ახლა მხოლოდ ქუჩაში დგომის დროა.
სპექტაკლები გააუქმეს ან გადადეს თეატრებმა. ქართული ფილმების ჩვენება გააუქმა თბილისის კონოფესტივალმა.
მთავრობას კონსტიტუციის დაცვისკენ მოუწოდებს საქართველოს შშმ პირთა ქსელი. მათი მოთხოვნაა საქართველო დაბრუნება ევროპულ ორბიტაზე, არა შორეულ და გაურკვეველ მომავალში, არამედ უმოკლეს ვადებში, რადგან ევროპული მომავალი და ქვეყნის განვითარება პირდაპირ უკავშირდება შშმ პირთა კეთილდღეობას.
ფინანსურ-ეკონომიკური პრობლემების ესკალაციას პროგნოზირებენ ფინანსისტებიც.