– თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხი დგას ქუჩაში და მას რუსი ოლიგარქი ვერ წაართმევს მომავალს

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, სოფო ჯაფარიძის განაცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან მნიშვნელოვანი შეხვედრაა ჩანიშნული, თუმცა დეტალებზე შეხვედრის დასრულების შემდგომ ისაუბრებს.
მისი თქმით, „ქვეყანას ჰყავს თვითმარქვია, ე.წ. ხელისუფლება“, ამიტომ მოთხოვნა ხელახალი არჩევნების დანიშვნაა.
„ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა. ხედავთ, რა ხდება გარეთ, რა ხდება საქართველოს მასშტაბით, თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველი ხალხი დგას ქუჩაში, რომლებსაც რუსი ოლიგარქი ვერ წაართმევს მომავალს, ჩვენ ქვეყანას ვერ წაართმევს ევროპულ მომავალს. რამდენიმე დღის წინ, ბიძინა ივანიშვილმა ღია ომი გამოუცხადა ქართველ ხალხს, ჩვენ წარსულს, მომავალს. ყველაფერი გააკეთა იმისთვის,რომ საქართველო გაარუსოს, მაგრამ ამას ვერასდროს შეძლებს. დიახ, ჩვენ დღეს ვართ ერთიანები, ყველა ვდგავართ ერთად და ძალიან მნიშვნელოვანია პრეზიდენტთან დღევანდელი შეხვედრა. დეტალებზე კომენტარს შეხვედრის შემდგომ გავაკეთებთ. მთავარია, რომ ვართ ერთიანები და მთავარია, რომ ბრძოლა იქნება ბოლომდე“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ და ხალხს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს