ევროინტეგრაციის პროცესს შანტაჟი აზიანებს. საქმე – კი ბატონო! შანტაჟზე – უარი! – შალვა პაპუაშვილი ევროკავშირთან გულწრფელობაზე საუბრობს

გვინდა ევროკავშირთან ვიყოთ გულწრფელი და ვუთხრათ: – საქმე – კი ბატონო! შანტაჟზე – უარი! ევროინტეგრაციის პროცესს ზეწოლა და მოლაპარაკებების გახსნის თემით შანტაჟი აზიანებს, – ეს განცხადება დღეს მედიასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.
მისი მტკიცებით, ევროპაში არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც ამ თემას დამატებითი შედეგების მისაღებად იყენებს. პაპუაშვილს ამ კონტექსტში მაგალითად ს პატიმრობიდან გათავისუფლება და სათვის ეკონომიკური სანქციების დაწესება მოჰყავს.
პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის პროცესის ოთხი წლით გაჩერების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება მხოლოდ საბაბია იმისთვის, რომ ხალხი ააღელვონ, რაც მისივე თქმით, “შიდა და გარე აქტორების არაკეთილსინდისიერებას აჩვენებს“.
“მნიშვნელოვანია ყველა საკითხის შინაარსს დააკვირდეს. ჩვენ შემდეგი რამ ვთქვით: – ვხედავთ, რომ სამწუხაროდ, ევროკავშირში ინტეგრაციის გარკვეული ინსტრუმენტები გამოიყენება როგორი იარაღი საქართველოზე ზეწოლის გასაძლიერებლად, პოლარიზაციის გასაღრმავებლად და საზოგადოების გასახლეჩად.
ეს ჩვენ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ვნახეთ, როდესაც 2022 წლის ივნისში კანდიდატის სტატუსის არმინიჭება ამუნიციაში აღებულ იქნა, როგორც იარაღი იმისთვის, რომ ხელისუფლება არადემოკრატიული გზით შეეცვალათ. გახსოვთ უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ების მხრიდან ორგანიზებული იგივე ხასიათის, იგივე შემადგენლობის აქცია, რასაც ახლა ჩვენ ამ ძალადობრივი ხასიათის აქციებში ვხედავთ.
შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ თავად ევროკომისიის შეფასებითვე, საქართველო ზე, მოლდოვაზე, ბოსნია ჰერცეგოვინაზე წინ იყო და კანდიდატის სტატუსი უსამართლოდ არ მოგვანიჭეს. როცა ვკითხულობდით, თუ რა იყო კანდიდატის სტატუსის არმინიჭების რეალური მიზეზი, ვერანაირ ლოგიკურ, კეთილსინდისიერ, გონივრულ ახსნას ვერ ვიღებდით. ეს გვიღრმავებს ეჭვს, რომ ასეთი სახის ინსტრუმენტებით მანიპულაცია ხდება.
ამის შემდეგ ოპოზიცია და NGO-ები ყველაფერს ბლოკავდა, რაც დაკავშირებული იყო კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად რეკომენდაციების შესრულებასთან – ისინი ბოიკოტირებდნენ სხდომებს, პროექტების შემუშავებაში არ მონაწილეობდნენ და აყენებდნენ ულტიმატუმებს, რომ საკითხი ისე უნდა ყოფილიყო, როგორიც ისინი ამბობდნენ. გარკვეული NGO-ები უარყოფით დასკვნებს წერდნენ, რომ განხორციელებული რეფორმები მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა.
წელიწადნახევრის თავზე – 2023 წლის დეკემბერში გავიგეთ, რომ ხელისუფლება სწორედ მოქმედებდა, ნაბიჯები სწორად გადადგა და კანდიდატის სტატუსი მივიღეთ.
სტატუსის მონიჭების შემდეგ მოლაპარაკების გახსნის ახალი თემა შემოვიდა, რომელიც ასევე მანიპულაციურად გამოიყენება იმისთვის, რომ ამ საკითხს მათთვის პოლიტიკურად სასურველი საკითხები მიაბან.
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის თემა საქმიანი და საგნობრივი მუშაობის ნაცვლად, პოლიტიკური შანტაჟისა და ზეწოლის იარაღად გადაიქცა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ამბობს, რომ საქართველო თავის საქმეს მაინც გააგრძელებს, რაც არ უნდა მოხდეს, ევროკავშირმა კი მოლაპარაკებები უნდა ახლა გახსნას, უნდა – მოგვიანებით.
“ქართული ოცნება” ამტკიცებს, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი არ შეჩერებულა. პრემიერ-მინისტრი, ირაკლი , ამბობს, რომ მზადაა ხვალვე მოაწეროს ხელი გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას, თუ ევროკავშირი შესაბამის ნებას გამოიჩენს.