თამაშის დასასრული ამ ომში იქნება რუსების გაყრა უკრაინიდან, დონბასის და ყირიმის ჩათვლით – ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინა-რუსეთში

“თამაშის დასასრული ამ ომში იქნება რუსების გაყრა უკრაინიდან, დონბასის და ს ჩათვლით. რომელიც საბოლოოდ დაანგრევს კიდეც პუტინის რეჟიმს. მე არ მგონია, რომ იყოს რაიმე სახის მოლაპარაკებები” – ამის შეასხებ ს სპეციალურმა წარმომადგენელმა ს საკითხებში, გენერალმა კიტ კელოგმა Fox News-სთან ვრცელ ინტერვიუში განაცხადა.
ინტერვიუში გენერალმა კელოგიმ ამ ომს უწოდა “გენოციდი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ”.
მისი პროგნოზით, რუსეთ-უკრაინის ომში დასასრული იქნება რუსეთის უკრაინიდან „გაძევება“.
global.espreso.tv – ი ციტირებს “ბლუმბერგს” და ეჭვქვეშ აყენებს გენერალ კელოგის გულწრფელობას.
სააგენტო იხსენებს იმ ფაქტს, რომ ცოტა ხნის წინ გენერალი კიტ კელოგი ემხრობოდა მოსაზრებას, რომ -ის სამხედრო დახმარება დამოკიდებული უნდა ყოფილიყო ს მზადყოფნაზე მოსკოვთან მოლაპარაკებისთვის.
ამ კონტექსტში, ბლუმბერგი ასევე ციტირებს პოლონეთის პრემიერ მინისტრ დონალდ ტუსკს, რომელმაც თავის ბალტიისპირელ კოლეგებთან და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებიდან შეხვედრისას თქვა, რომ ევროპა „მზად უნდა იყოს შეცვალოს აშშ-ის გარკვეული მხარდაჭერა უკრაინის მიმართ“. ეს პოზიცია ადრე ასევე გააჟღერეს გერმანიის, იტალიის, საფრანგეთის, პოლონეთის, ესპანეთისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ვარშავაში ბოლო შეხვედრის დროს.
ცნობისთვის, კელოგი იყო ერთ-ერთი მათგანი, ვინც მუშაობდა ტრამპის “სამშვიდობო გეგმაზე”. ეს დოკუმენტი გამოქვეყნდა 2024 წლის ივნისში. მასზე დაყრდნობით, სხვა საკითხებთან ერთად, ტრამპმა გააკეთა განცხადებები, რომ მას შეეძლო ომის დასრულება ერთ დღეში.