პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე მოქალაქეები იკრიბებიან – რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან.
ისინი ჭავჭავაძის გამზირიდან მსვლელობით პარლამენტისკენ გაემართნენ, სადაც აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეები პარლამენტთან განთავსებულ ჯებირს უბრახუნებენ და სტვენით, შეძახილებით გამოხატავენ პროტესტს.
ისინი სკანდირებენ: “საქართველო, საქართველო, საქართველოს გაუმარჯოს!”. აქციის მონაწილეებს თან აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ასევე, ბანერები. აქციის გამო, საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია. ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი – ვიდრე ცივილიზებული სამყარო არ მიხვდება, რომ მხოლოდ უკბილო რეზოლუციებით არ ხდება რეჟიმებისთვის პრობლემების შექმნა, არაფერი შეიცვლება, რაც შეეხება „ნაცმოძრაობას“, ხედვა „მიშა პრემიერად“ არის ივანიშვილის გამარჯვების მოდელი