დავით დევიძე – გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, რომ დავით დევიძე შეუერთდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლების მცირე ნაწილის პეტიციას – ვაგრძელებ მუშაობას სააგენტოში, ვემსახურები ქვეყნისა და ხალხის საუკეთესო ინტერესებს

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, დავით დევიძე განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ სიცრუეა თითქოს, ის შეუერთდა სააგენტოს თანამშრომლების ნაწილის პეტიციას, სადაც ისინი ემიჯნებიან “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ.
როგორც დევიძე სოციალურ ქსელში წერს, მისი ნების საწინააღმდეგოდ, გაურკვეველმა პირებმა ელექტრონულ ფაილზე დაიტანეს მისი სახელი და გვარი და საზოგადოებას მიაწოდეს ყალბი ინფორმაცია.
„მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე – დავით დევიძე შეუერთდა სააგენტოს თანამშრომლების მცირე ნაწილის პეტიციას.
აღნიშნული წარმოადგენს ტყუილზე დაფუძნებულ პროვოკაციულ მოქმედებას და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.
ჩემი ნების საწინააღმდეგოდ, გაურკვეველმა პირებმა ელექტრონულ ფაილზე დაიტანეს ჩემი სახელი და გვარი და საზოგადოებას მიაწოდეს ყალბი ინფორმაცია.
ვაგრძელებ მუშაობას საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, ვემსახურები ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საუკეთესო ინტერესებს“, – აღნიშნავს დავით დევიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი რობაქიძე: ემიგრანტებისთვის უცხოეთიდან ხმის მიცემის უფლების გაუქმებით, ჩვენმა „ეროვნულმა“ და ‘’სანაქებო“ ხელისუფლებამ უცხოეთში მცხოვრებ მილონზე მეტ საქართველოს მოქალაქეს მკაფიოდ და ცალსახად განუცხადა, რომ…