გიორგი გახარია ევროკავშირს – ახალგაზრდები ყველაფერს რისკავენ ევროპული ღირებულებებისთვის – მოგმართავთ, აჩვენეთ ამ მამაც ხალხს, რომ ევროკავშირს ესმის მათი ხმა და მტკიცედ უჭერს მხარს მათ ბრძოლას!

ევროკავშირის მკაფიო და მტკიცე პოზიცია არამარტო ძალას მისცემს ამ ახალგაზრდებს, არამედ დაამტკიცებს, რომ ევროპა დგას მათ გვერდით, ვინც იბრძვის ევროკავშირის ღირებულებებისთვის, თუნდაც დიდი პირადი რისკის ქვეშ- მოგმართავთ, აჩვენეთ ამ მამაც ხალხს, რომ ევროკავშირს ესმის მათი ხმა და მტკიცედ უჭერს მხარს მათ ბრძოლას! – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს, სადაც ევროკავშირს მიმართა.
როგორც გახარია განმარტავს, მამაცი ქართველი ახალგაზრდები საქართველოს ქუჩებში იბრძვიან ევროპული მომავლისთვის, რომლისაც სჯერათ და უძლებენ რეჟიმის ძალადობრივ დარბევას.
„ეს ახალგაზრდები ყველაფერს რისკავენ ევროპული ღირებულებებისთვის – თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და ღირსებისთვის. თუმცა გრძნობენ, რომ მათ ბრძოლას დუმილით ხვდებიან.
ამ ახალგაზრდებისთვის ევროკავშირი მხოლოდ იდეა არ არის. ეს მათი ხსნაა – უკეთესი, თავისუფალი და დემოკრატიული მომავლის იმედი.
თქვენი ხმა ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. ევროკავშირის მკაფიო და მტკიცე პოზიცია არამარტო ძალას მისცემს ამ ახალგაზრდებს, არამედ დაამტკიცებს, რომ ევროპა დგას მათ გვერდით, ვინც იბრძვის ევროკავშირის ღირებულებებისთვის, თუნდაც დიდი პირადი რისკის ქვეშ.
მოგმართავთ, აჩვენეთ ამ მამაც ხალხს, რომ ევროკავშირს ესმის მათი ხმა და მტკიცედ უჭერს მხარს მათ ბრძოლას! – წერს გახარია „ფეისბუქზე“.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – კონსტიტუციის დარღვევით, ტერმინი „სამხრეთ ოსეთი“ და შესაბამისი საზღვრები აღადგინა სააკაშვილის რეჟიმმა, რაც იყო ღალატი – როგორ შეიძლება, ის, რაც არის ღალატის პირმშო, დარჩეს ქართულ კანონმდებლობაში?

ირაკლი კობახიძე – 2028 წლის 28 ოქტომბერს გაიმართება არჩევნები, როგორც წესი და რიგია – ოპოზიციის საუბრები რიგგარეშე არჩევნებზე ცარიელი ფარსია, თვითონ არ აწყობთ, ურჩევნიათ, 3 წელი დაიცადონ, ოღონდ კიდევ ერთხელ არ მოეჭრათ თავი