კობახიძე აშშ-ზე: ჩვენ ყველაფერზე ვისაუბრებთ ახალ ადმინისტრაციასთან

პრემიერმინისტრი ამერიკის შეერთებული შტატების საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებას გამოეხმაურა და ირწმუნება, რომ -ს მოქმედი ადმინისტრაცია “ცდილობს, რომ მაქსიმალურად მძიმე მემკვიდრეობდა დაუტოვოს ახალ ადმინისტრაციას”. მან ამის შესახებ ბრიფინგზე ისაუბრა.
ამტკიცებს, რომ ქართული ოცნება ახალ ადმინისტრაციას დაელოდება და მათთან ყველაფერზე ისაუბრებს.
“ჯერ კიდევ მოქმედი ადმინისტრაცია ცდილობს, რომ მაქსიმალურად მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვოს ახალ ადმინისტრაციას, ტრამპის ადმინისტრაციას.
ამას აკეთებენ ისინი სთან მიმართებით და ამას აკეთებენ ახლა საქართველოსთან მიმართებითაც, თუმცა, ამას ვერ ექნება ვერანაირი პრინციპული მნიშვნელობა. ჩვენ დაველოდებით, რა თქმა უნდა, ახალ ადმინისტრაციას და ჩვენ ყველაფერზე ვისაუბრებთ ახალ ადმინისტრაციასთან.
შესაბამისად, ეს არის ისეთივე დროებითი მოვლენა, როგორც “, – განმარტავს კობახიძე.
**
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა. ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, მეთიუ მილერი ავრცელებს.
“ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი გამოხატავენ სინანულს ქართული ოცნების გადაწყვეტილების გამო, ევროკავშირში გაწევრების პროცესი შეაჩეროს. ჩვენ ვგმობთ, ქართველების მიმართ გამოყენებულ გადამეტებულ ძალას, რომლებიც სამართლიანად აპროტესტებენ მათი კონსტიტუციის ამ ღალატს – ევროკავშირი კრემლის წინააღმდეგ ბასტიონია. ამიტომ, ჩვენ ვწყვეტთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოსთან”, – წერს მეთიუ მილერი.