კახა კალაძე – ყველაფერი დალაგდება, გადაიტვირთება და ჩვენს პარტნიორებთან ნორმალური ურთიერთობა გვექნება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი ხელისუფლებას ოფიციალურად გადაიბარებს, საერთაშორისო ურთიერთობები დალაგდება.
ამის შესახებ მან ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
„იცით, რომ ამ ადამიანებს რეალურად რამდენიმე კვირა აქვთ დარჩენილი, ტრამპის ხელისუფლების ოფიციალურად გადაბარებამდე. თუ არ ვცდები, იანვარშია ინაუგურაცია დაგეგმილი. დაველოდოთ ამ ყველაფერს. იმის გათვალისწინებით, თუ რა გადაწყვეტილებებს იღებენ სთან მიმართებით, როგორ ხელოვნურად იძაბება სიტუაცია, რა თქმა უნდა, არ გამკვირვებია აღნიშნული განცხადებები. ყველაფერი დალაგდება და გადაიტვირთება. ჩვენ გვექნება ჩვენს პარტნიორებთან ნორმალური და ისეთი ურთიერთობა, როგორიც სჭირდება ჩვენ ქვეყანას და მის მომავალს“, – განაცხადა მ.
ცნობისთვის, -ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა, მეთიუ მილერმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. მოგვიანებით, გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც გამოაქვეყნა ვრცელი განცხადება.

ასევე დაგაინტერესებთ

საია – დაკავების შემდეგ ირაკლი დგებუაძემ მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა – ასევე, მისი ბრძანების შესაბამისად, გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევის და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალება